“ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს მოსახლეობის ემოციებზე, რაც ქვეყნისთვის საზიანოა” – მაია ცქიტიშვილი

“გვესმის ის რეალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ შეზღუდვების გამო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ან შეუმცირდა, რა თქმა უნდა, ჩვენს გლეხებს ექმნებათ პრობლემები საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მარნეულში გუშინდელი აქცია არ იყო დამყარებული იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. 

“გარკვეულწილად ჩვენ გლეხებს აქვთ პრობლემა მათი მოსავლის გაყიდვის იმავე ტემპით როგორც ეს იყიდებოდა იმის გათვალისწინებით რომ რესტორნების მუშაობა, ტურისტული ინდუსტრია შეჩერებულია, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი აისახება რეალიზაციის სიჩქარეზეც, ტემპებზეც და მოცულობაზეც, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის ყველას და დარწმუნებული ვარ ჩვენს მოქალაქეებსაც, რომ ეს პრობლემები არის ამ გლობალური პრობლემის გამოძახილი და სწორედ იმისთვის რომ ეკონომიკა სწრაფად ავამოქმედოთ გვჭირდება შეზღუდვები, რომელსაც სამწუხაროდ მოყვება ესა თუ ის პრობლემა” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს ძალიან კარგად ესმით იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის განწყობით, დაღლილობით, არსებული პრობლემებით ისარგებლონ და ამ მოსახლეობის გულწრფელი წუხილი გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დივიდენდებისთვის, რაც მისი თქმით, ამ ვითარებაში არის ამორალური საქციელი.

,,ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამას აკეთებს ძალიან კარგად იცის რომ ამ შემთხვევაში პრობლემების და გაღიზიანების საფუძველი არის არა მთავრობის სწორი თუა რასწორი პოლიტიკა, არამედ ის გლობალური გამოწვევა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და სწორედ ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის სოციალური პასუხისმგებლობა რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც უნდა იყოს აღქმული პოლიტიკოსების მხრიდანაც რა თქმა უნდა, არიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკოსები და ოპოზიციური პარტიების წარომადგენლები, რომლებიც ცდილობენ კონსტრუქციული ელემენტების შენარჩუნებას, გვესმის ისიც რომ ხელისუფლების კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მათ შორის საგანგებო ვითარების დროსაც, მაგრამ ამ დროს ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ასეთი აქციების ორგანიზება და სტიმულირება არავითარ სარგებელს არ მოგვიტანს. სამწუხაროდ ამით მოსახლეობის პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდება. ის რაც ჩვენ მარნეულში ვიხილეთ გუშინ, სამწუხაროდ ნახეთ რომ არავითარ სოციალური დისტანციის დაცვაზე არ იყო იქ საუბარი და მითუმეტეს კარანტინით მოცულ მუნიციპალიტეტში თუ ჩვენ გვექნება ინფიცირების დამატებითი შემთხვევები სწორედ ასეთი აქციების დროს, დამერწმუნეთ მოსახლეობას ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდება იმისთვის რომ ის პრობლემები მოაგვაროს რომელიც დღეს აწუხებს“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა რომ, ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ აქეზებენ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოუბრუნდეს ქვეყანას.

,,ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, თუ რა დინამიკით ვითარდება მოვლენები ჩვენ უკვე საკმაო ნდობაც უნდა მოგვეპოვებინა მოსახლეობაში და მჯერა რომ ეს ნდობა გვაქვს მოპოვებული და სწორედ ამის ასახვა არის მოსახლეობის მხრიდან ყველა ამ შეზღუდვების ზედმიწევნით შესრულება და ამ სოლიდარობის, ჩვენი ერთობლივი შრომის და თვითიზოლაციის, შეზღუდვების შესრულების შედეგი არის ის დინამიკა რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ამასთან, გაზრდილია შანსები იმისა რომ ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ დავიწყოთ ჩვენი ეკონომიკის ამოქმედება და ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა არის. სწორედ ასეთი ერთობლივი შრომით, ზრუნვით ჩვენს ქვეყანაზე , ერთმანეთზე შევძლებთ დავამარცხოთ ეს ვირუსი და მე მოსახლეობას მოვუწოდებდი რომ როდესაც ასეთი პროტესტის ან უკმაყოფილების გრძნობა გიჩნდებათ, ამ დროს კიდევ ერთხელ გადახედონ დაავადების დინამიკას და იმ გადაწყვეტილებებს რომელთაც ვიღებთ. ჩავრთოთ რაციონალური აზროვნება და ვნახავთ რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს ჩვენს ემოციებზე, რაც არ მოგვიტანს დადებით შედეგს“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები