უამინდობა საქართველოში 27 აპრილამდე შენარჩუნდება

უამინდობა საქართველოში 27 აპრილამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნდება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი თემები