რას ნიშნავს სიტყვები, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

  •  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიტყვები, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება:

„ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იქნას გაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს. შესაძლოა, ამის გაგების ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია –  ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ათასობით ახალი ავადმყოფებია და ასეულობით და ათასობით გარდაცვლილები.

საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. პირიქით, შეიძლება მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობას, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად ზოგან ნაკლებად მკაცრად, ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს  ცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რაც შეიძლება მცირე რაოდენობა უნდა გქვოდნეს ინფიცირებულების, რათა გადაცემათა და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი“ , – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები