„რეალიზაციის პრობლემა შეიქმნა სალათის ფურცელზე, ამჟამად მოთხოვნადია კიტრი და კარტოფილი“ – ლევან დავითაძე

„ჯიბე“ -ს დირექტორი ლევან დავითაძე  იმ ფერმერების დახმარებაზე საუბრობს, ვინც დიდი რაოდენობით სალათის ფურცელის მოსავალი მოიყვანა. დავითაძე “მედიაცენტრ მთავარში” განმარტავს, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ხელს კარანტინი უშლის, რადგან მისი ძირითადი მომხმარებლები სასტუმროები იყვნენ:

 „მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრმა ფერმერმა პომიდორის ნაცვლად სალათის ფურცელი მოიყვანა, თუმცა, კარანტინის გამო, ამ სალათის ფურცელზე მოთხოვნა აღარ არის, მისი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სასტუმროები. გუშინ გვქონდა საუბარი მარკეტინგურ ჯგუფებთან და ვფიქრობთ რა შეიძლება მოვიფიქროთ სალათის ფურცელის რეალიზაციისთვის, არის თუ არა შენახვის პერსპექტივა და თუ მოვიფიქრეთ რაიმე შევძინეთ ამ სალათის ფურცელს და თუ შევძინეთ რაიმე ღირებულება შევეხნმიანებით ფერმერებს და გლეხებს. დღეს დიდი მოთხოვნა შესყიდვაზე არის კიტრზე, კომბოსტოზე და ახალ კარტოფილზე. ბაზარზე სოფლის მეორნეობის პროდუქტების გასაღების პრობლემა არაა, ერთადერთი პრობლემა რჩება სალათის ფურცელი,“ – განაცხადა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები