გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა სპეციალურ პუნქტში მცხოვრებ ქართველ და სუდანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება ქართველების დაშავებით დასრულდა. ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 4 ქართველი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა. დაპირისპირება საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებული ლევან დიასამიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას საქართველოს ერთი მოქალაქე შეეწირა. აღნიშნულ ინფორმაციას ლევან დიასამიძე არ ადასტურებს.