თამთა გოდუაძე “ევროვიზიის” წინ, კვიპროსელმა მღვდელმა დალოცა

უცხოეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც სიმღერის საერთაშორისო კონკურს “ევროვიზია – 2019”-ზე, მაისში, კვიპროსის სახელით გამოვა, კვიპროსელმა მღვდელმა დალოცა. 

ბერძნული შოუ ბიზნესის სახე, თამთა გოდუაძე, კუნძულ-სახელმწიფოში ყოფნისას, წმიდა კვიპრიანეს და იუსტინას სახელობის ეკლესიაში მივიდა და წმიდა ნაწილები მოილოცა. ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბამ მომღერალს წარმატებები საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტითაც უსურვა.
“ევროვიზიაზე” წელს საქართველოს, ახალგაზრდა მომღერალი ოთარ ნემსაძე წარადგენს. ის ევროპელი მაყურებლის წინაშე, რომან გიორგაძის სიმღერით “სულ წინ იარე” გამოვა.
“ევროვიზია 2018”-ზე საქართველო ეთნო-ჯაზ-ჯგუფმა, “ირიაომ” წარადგინა, თუმცა, ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

მსგავსი თემები