ნიკოლ ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.

მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

მსგავსი თემები