„ეს გახანგრძლივებული ტრაგედია ადამიანის სინდისის გამოცდაა“ – სი ძინპინი

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაღი ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როგორც სი ძინპინმა აღნიშნა,  ჩინეთი მხარს ვუჭერს პალესტინის სრულ წევრობას გაეროში

„ეს გახანგრძლივებული ტრაგედია ადამიანის სინდისის გამოცდაა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი, ყოვლისმომცველი და მდგრადი შეწყვეტისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სრულ წევრობას გაეროში და მხარს ვუჭერთ პალესტინას მისი ლეგიტიმური ეროვნული უფლებების აღდგენას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ხელახლა დაწყებას ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“ – აღნიშნა სი ძინპინმა.

მსგავსი თემები