ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თამამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე შეთანხმდა. მათ შორის, განათლების სფეროზე. როგორც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთში ფრანგი სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
„ჩინეთი და საფრანგეთი განათლების სფეროში ისტორიული კავშირებით სარგებლობენ. ას ორმოცდაათი წლის წინ, ჩინეთმა გახსნა თავისი ფუჯიანის საზღვაო აკადემია საფრანგეთის პერსონების დახმარებით. გასული საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა უმასპინძლა ბევრ ახალგაზრდა ჩინელს სამუშაო სასწავლო მოძრაობის დროს. ჩვენ მივესალმებით საფრანგეთის, როგორც საპატიო ქვეყნის მონაწილეობას ჩინეთის წლევანდელ ყოველწლიურ კონფერენციასა და საერთაშორისო განათლების გამოფენაში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვინდა, რომ ჩინეთში ფრანგი სტუდენტების საერთო რაოდენობა 10000-ზე მეტს მივიყვანოთ, ხოლო ჩინეთში გაცვლითი პროგრამების მონაწილე ახალგაზრდა ევროპელთა რაოდენობა გავაორმაგოთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სი ძინპინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრიას.
მხარეები გლობალურ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
„მხარეები გააღრმავებენ თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნებისა და სხვა საკითხებზე. ასევე, გააძლიერებენ დიალოგს ხელოვნური ინტელექტის გლობალურ მმართველობაში, საერთაშორისო ფინანსური სისტემის რეფორმასა და სხვა სფეროებში. ჩინეთი მხარს უჭერს საფრანგეთს 2025 წლის გაეროს ოკეანის კონფერენციის მასპინძლობაში და მიესალმება პარტნიორობას ჩვენს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებს შორის“ – აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა პარიზში.