SBU-მ კიევში ФСБ-ს აგენტების ქსელი გამოავლინა, რომლებიც ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობებს გეგმავდნენ

კიევში გამოავლინეს ФСБ-ს აგენტების ქსელი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკვლელობებს ამზადებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის უსაფრთხოებაში მყოფ სამხედროებს შორის, დავალების შემსრულებლების მოძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ზელენსკის მძევლად აყვანა და შემდეგ მისი მოკვლა.

,,ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა SBU-ს ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და სხვა ოფიციალური პირების ლიკვიდაციას. ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე უნდა განხორციელებულიყო“, – იუწყება SBU.

ბუდანოვის მკვლელობის გეგმა ასეთი იყო:

„აგენტი დასაცავი პირის გადაადგილებას დააკვირდებოდა და მტერს ინფორმაციას გადასცემდა. დაგეგმილი იყო სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი იქნებოდა. შემდეგ კი განხორციელდებოდა დრონით თავდასხმა“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში.

მსგავსი თემები