ბჟანიამ ინალ არძინბა ,,საგარეო საქმეთა მინისტრობიდან” გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ,,თანამდებობიდან” გაათავისუფლა.

,,განკარგულებას” ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. მიზეზი არ სახელდება. ,,საგარეო საქმეთა მინისტრის” მოვალეობას არძინბას ,,მოადგილე” ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

მსგავსი თემები