დღეს საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

დღეს, 7 მაისს, საქართველოს ეწვევა გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნი – სვენ გიგოლდი, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.

გერმანიის საელჩო ამბობს, რომ მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. შეხვედრები გაიმართება ეკონომიკის სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე

საელჩოს ცნობით, ვიზიტით მინისტრს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

,,საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში”, – განაცხადა სვენ გიგოლდმა.

მსგავსი თემები