პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს, ათონელზე კონცერტი გაიმართება

,,ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე”, – საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

მსგავსი თემები