„ეს და­ა­ვა­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ასე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე, უკე­თი­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეწი­რე­ბი­ან მას!!„ – რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილი მე- 14 პაციენტის შვილი

კორონავირუისთ გარდაცვლილი მე- 14 პაციენტი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტი კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის არანაირი თანხმლები დაავადებები არ ჰქონია.

“ძა­ლი­ან ბევრ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო და გუ­ლის ამ­რევ კო­მენ­ტარს ვა­წყდე­ბი, რომ თით­ქოს უამ­რა­ვი თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ქონ­და და სა­ერ­თო­დაც კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს… ძა­ლი­ან ცდე­ბით და უტიფ­რე­ბი ხართ!!

ეს ადა­მი­ა­ნი 65 წლის ასაკ­შიც კი ისე­თი ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა იყო, ბევრ ჩემ თა­ნა­ტოლს ჯობ­ნი­და!!! უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გამო, სი­ცხი­ა­ნი მთე­ლი კვი­რა სამ­სა­ხურ­ში და­დი­ო­და, რო­დე­საც სეფ­სი­სის ცენ­ტრში და­აწ­ვი­ნეს უკვე მძი­მე იყო, მა­თაც უფრო და­უმ­ძიმ­დათ, რად­გან თურ­მე რე­ა­ნი­მა­ცია არ ქონ­დათ და თა­და­რი­გი ვერ და­ი­ჭი­რეს, რის გა­მოც მოხ­და ფილ­ტვის უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბა და მთელ­მა ირ­გა­ნიზ­მმა მი­ი­ღო უჟანგბა­დო­ბის შოკი!

რა­ტი­ა­ნი რა­საც ამ­ბობს ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი ამის ნი­ა­დაგ­ზე გა­ნუ­ვი­თარ­და და არა მა­ნამ­დე! და კი ეს და­ა­ვა­დე­ბა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ესე­თი სი­ცო­ცხლით სავ­სე, უკე­თი­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეწი­რე­ბი­ან მას!! ნუ იქ­ნე­ბით და­უ­ნა­ხა­ვე­ბი და გა­უფრ­თხილ­დით თქვენს ახ­ლობ­ლებს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს! გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე. მე კი სიტყვები არ მყოფნის როგორ მტკივა ჩემი ზურიკო, ჩემს გულს და სულს ვატან,“ – წერს გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი.

მსგავსი თემები