გამოვლენილია ხე- ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ამბროლაურში,

სოფელ თლუღში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და

ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით 6 კუბურ მეტრამდე

წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი დასამუშავებლად რეგისტრირებულ სახერხ

საამქროში გადაჰქონდა. რეგისტრირებული სახერხი საამქრო და მუხლუხიანი

სატრანსპორტო საშუალება დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია

ამბროლაურის „საქმიან ეზოში“. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება

შესაბამის ორგანოებში.

მსგავსი თემები