მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა!

UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლა ორივე მებრძოლმა ფრთხილად დაიწყო, ჯერ აკვირდებოდნენ ეთმანეთის ტაქტიკას. პირველი რაუნდის შუა წელს  მერაბმა პირველი თეიქდაუნიც მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უკან აღმოჩნდა.

მეორე რაუნდში მერაბი გაცილებით უკეთესი იყო, სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 წუთით ადრე კი ქართველმა ის გააკეთა, რაც ასე ძალიან უყვარს, წააქცია ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ბრძოლა გადავიდა მიწაზე, საბოლოო ჯამში მეორე ხუთწუთეული მერაბის აშკარა უპირატესობით დასრულდა.

საქმე მივიდა მესამე, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთთ ადრე აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან და რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, რითაც გადამწყვეტი რაუნდი თავის მხარეს გადმოსწია, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით ადრე კი დვალიშვილმა დაიწყო ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, მეტოქის “განადგურება”.

საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.

 

მსგავსი თემები