დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნება

UFC 298-ზე შერეული ორთაბრძოლების ქართული ისტორია დაიწერა. ილია თოფურიამ ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შთამბეჭდავი ბრძოლა გამართა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დამაჯერებლად მოუგო.

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის ქამარს შონ ო’მალი ფლობს, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სწორედ მერაბ დვალიშვილის მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს დაათმობინა.

მსგავსი თემები