„ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“ – ზურაბიშვილი ნავალნის გარდაცვალების გაჟღერებაზე

ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილი თვლის, რომ მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადება შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა.

შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები