კვარაცხელია UFS -ის ქართველ მებრძოლებს ულოცავს

“ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის წარმატებას საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გამოეხმაურა და გამარჯვებულებს მიულოცა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს.

ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა.

მეორე ქართველმა მებრძოლმა , მერამ დვალიშვილმა კი, ჰენრი სეხუდო დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთით ადრე აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან და რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, რითაც გადამწყვეტი რაუნდი თავის მხარეს გადმოსწია, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით ადრე კი დვალიშვილმა დაიწყო ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, მეტოქის “განადგურება”.

 

საბოლოო ჯამში, ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.

მსგავსი თემები