თბილისის ცენტრში ახალგაზრდას 7 ტყვია ესროლეს

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის  გამზირზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს,  მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული და თავდამსხმელი ერთმანეთს იცნობდნენ.

შემთხვევა ღამით მოხდა. დაჭრილი ამერიკულ ჰოსპიტალში მიიყვანეს. დაშავებულის გადარჩენას ექიმები საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით გასროლის ხმა გაიგეს.

გამოძიება მომხდარზე 108  განზრახ მკვლელობის და 236 იარაღის უკანონო შეზენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, არსებული ინფორმაცით ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ.

მსგავსი თემები