,,ევროსასამართლოში დღესვე შეგვიძლია სარჩელი შევიტანოთ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროსასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, შესაძლოა დაჩქარდეს. მისი თქმით,  ეს შეიძლება დღესვე მოხდეს. ,,არათუ დააჩქაროს, ეს არის მთლიანად ჩვენზე, დღესვე შეგვიძლია სარჩელი შევიტანოთ. მე ვფიქრობ, ძალიან სწრაფად, გადაუდებლად. გამორიცხული არაფერია”, – აღნიშნა ალასანიამ.

მეტი...

პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის,  დიმიტრი მედვედევის განცხადებით,  პუტინის დაკავება რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. ,,წარმოვიდგინოთ… გასაგებია, რომ ეს სიტუაცია არასდროს რეალიზდება, მაგრამ დავუშვათ, რომ რეალიზდა. ატომური სახელმწიფოს მოქმედი მეთაური ჩადის, დავუშვათ, გერმანიაში, სადაც მას აპატიმრებენ. ეს რა არის? ომის გამოცხადება რუსეთის ფედერაციისთვის!  უკვე ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა საშუალება ბუნდესთაგში, კანცლერის ოფისში მიფრინავს,”- განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა – სროლა დენვერის სკოლაში

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის სკოლაში 17 წლის მოსწავლემ სკოლის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. მედიის ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მეორესი კი – სტაბილური. სავარაუდო დამნაშავე 17 წლის ოსტინ ლაილია, რომელიც  მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა. NYT-ის ცნობით,  პოლიციამ ლაილის ავტომანქანა  პარკში იპოვა, მოგვიანებით კი მისი ცხედარიც ნახეს.

მეტი...

,,არ ვიცი, რის საფუძველზე აპირებენ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე შეიძლება, დააბრუნონ ექსპრეზიდენტი ციხეში. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროსასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, შესაძლოა დაჩქარდეს. „მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ფაქტია უცხოელი ექიმები არ შემოუშვეს. ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, ისინი სუსს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ალასანიამ.

მეტი...

,,ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევაა”- ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტამდე  განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხედავენ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა. ,,გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა, რომელსაც მხარს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის…

მეტი...

,,სას­წა­უ­ლია, რომ მი­ხე­ი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია”- ლიზა იასკო

,,სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიხეილ სააკაშვილს იყე­ნებს თა­ვი­სი ბინ­ძუ­რი თა­მა­შის­თვის და ექ­ცე­ვა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რაღს” – ამის შესახებ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტმა ლიზა იას­კომ განაცხადა. იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა და კრიტიკულია. ,,სულ უფრო უა­რეს­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად სას­წა­უ­ლია, რომ მი­ხე­ი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. მისი სიმპტო­მე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია უა­რეს­დე­ბა. სულ რა­ღაც ერთი წლის წინ, რო­დე­საც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, და­ვი­წყე ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ყვი­რი­ლი, მაგ­რამ მას შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მხო­ლოდ გა­უ­ა­რეს­და. მი­ხე­ი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 60 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, ახლა ზუს­ტად არ ვი­ცით რამ­დე­ნია. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია, ეს ნიშ­ნავს, რომ მისი ორ­გა­ნიზ­მი არ იღებს საკ­მა­რის…

მეტი...

პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ. „რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს, 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის…

მეტი...

მოსკოვი ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს – რუსეთის საგარეო

ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ვხედავთ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან “ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის” შესახებ შემდგომი მუშაობის პერსპექტივები განიხილა. ,,დადასტურდა რუსული მხარის ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის გადაჭრაზე – სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი ხედავს საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით. სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ. ასევე, ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების გზით მათი შემდგომი დემარკირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”- მკვლელობა მუხიანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

,,ბირთვული კონფლიქტის საფრთხე გაიზარდა”- მედვედევის მუქარა

,,მოიხსნა თუ არა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ მოხსნილა, გაიზარდა. ყოველი დღე, როდესაც უცხოური იარაღი მიეწოდება უკრაინას, საბოლოოდ ეს აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა. ,,მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რუსეთის გადაწყვეტილების, ან მისი პრეზიდენტის ან უზენაესი მეთაურის გადაწყვეტილებას, გაეკეთებინათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და არასწორად გათვალეს. შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა, ჩვენთან დოკუმენტისთვის რომ მოეწერათ ხელი,”- აღნიშნა მედვედევმა.  

მეტი...

პარტნიორები უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე მსჯელობენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინას შეიარაღების ნაწილში მაქსიმალური დახმარება სჭირდება. შესაბამისად, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ომში მყოფმა ქვეყანამ  ავიაგამანადგურებლები მიიღოს. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადება ეს აუცილებლობა და საჭიროება დგას იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას არ ჩქარობს. „დასავლეთი კიევისთვის ლეტალური იარაღის ხანგრძლივად მისაწოდებლად უნდა მოემზადოს. პუტინი გამოფიტვამდე ომშია ჩართული და მზად არის, ათასობით სამხედროს დანაკარგი ჰქონდეს“ –  აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.  

მეტი...

რამდენიმე საათში თბილისში გერმანიის საგარეო მინისტრს ელოდებიან

დღეს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტი იწყება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. როგორც გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, ვიზიტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.  

მეტი...

ლიფტში მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 64 წლის მამაკაცის სისასტიკით მკვლელობა და ლიფტის დაწვა. შეგახსენებთ, რომ მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, რომელსაც იარაღი ჰქონდა ნასროლი. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ლიფტს ცეცხლი წაუკიდეს. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

მეტი...

საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება

ქვეყანაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერისთვის საჭირო ღონისძიებები იწყება. რაც იმას გულისხმობს, რომ გადამზადებული სპეციალისტები კარდაკარ ივლიან და ინფორმაციას შეაგროვებენ. მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დაიწყება, უშუალოდ აღწერის პროცესი კი 2024 წლიდან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კარდაკარ სიარული და სრული ინფორმაციის შეგროვება. აღწერის პირველი ეტაპი მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში განხორციელდება. მოსახლეობის სრული აღწერა კი 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

მეტი...

აშშ-ის განცხადებით, პუტინს ომის დასრულება არ სურს

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე განცხადება გააკეთა და ჩინეთის პრეზიდენტ მოუწოდა, პუტინთან ომის დასრულებასა და უკრაინიდან ჯარის გაყვანაზე ესაუბრა. ამჯერად, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კობრი აცხადებს, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმები მაშინ, როცა რუსეთს სი ძინპინი სტუმრობს, იმას ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ ჩქარობს და არც გზებს ეძებს ამისთვის. „რუსეთის პრეზიდენტს არ შეუცვლია ტაქტიკა მშვიდობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ „ამაღლებული“ რიტორიკის შემდეგ. პუტინი აგრძელებს უკრაინელების დახოცვის ახალ სასტიკ საშუალებებს. ის ცდილობს, გაანადგუროს უკრაინული ქალაქები, წაშალოს უკრაინა რუკიდან, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო,“- აღნიშნა კირბიმ. შეგახსენებთ,…

მეტი...

„ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროებსა და ომში დაჭრილებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა,  თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი საუკეთესო იქნება მათთვის. „ძალიან მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, სადაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოიტანა. თითქმის მუდმივი საჰაერო განგაშის სიგნალი კრამატორსკში, დაბომბვის მუდმივი საფრთხე  დონბასში, ხარკოვში, ყველგან. სადაც რუსული ბოროტება მივიდა, თვალსაჩინოა, რომ ტერორისტი სახელმწიფოს გაჩერება მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით არის შესაძლებელი. რუსეთის აგებს ამ ომს. ეს ყველას ესმის და თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი ყველაზე საუკეთესო იქნება მათთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთი…

მეტი...