პარტნიორები უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე მსჯელობენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინას შეიარაღების ნაწილში მაქსიმალური დახმარება სჭირდება. შესაბამისად, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ომში მყოფმა ქვეყანამ  ავიაგამანადგურებლები მიიღოს.

როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადება ეს აუცილებლობა და საჭიროება დგას იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას არ ჩქარობს.

„დასავლეთი კიევისთვის ლეტალური იარაღის ხანგრძლივად მისაწოდებლად უნდა მოემზადოს. პუტინი გამოფიტვამდე ომშია ჩართული და მზად არის, ათასობით სამხედროს დანაკარგი ჰქონდეს“ –  აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი თემები