აშშ-ის განცხადებით, პუტინს ომის დასრულება არ სურს

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე განცხადება გააკეთა და ჩინეთის პრეზიდენტ მოუწოდა, პუტინთან ომის დასრულებასა და უკრაინიდან ჯარის გაყვანაზე ესაუბრა.

ამჯერად, თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კობრი აცხადებს, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმები მაშინ, როცა რუსეთს სი ძინპინი სტუმრობს, იმას ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ ჩქარობს და არც გზებს ეძებს ამისთვის.

„რუსეთის პრეზიდენტს არ შეუცვლია ტაქტიკა მშვიდობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ „ამაღლებული“ რიტორიკის შემდეგ. პუტინი აგრძელებს უკრაინელების დახოცვის ახალ სასტიკ საშუალებებს. ის ცდილობს, გაანადგუროს უკრაინული ქალაქები, წაშალოს უკრაინა რუკიდან, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო,“- აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთი დრონებითა და რაკეტებით თავს აესხა უკრაინას. არის მსხვერპლი. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა რუსეთს ჩინეთის პრეზიდენტი სტუმრობდა.

 

მსგავსი თემები