რამდენიმე საათში თბილისში გერმანიის საგარეო მინისტრს ელოდებიან

დღეს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტი იწყება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.

როგორც გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, ვიზიტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

 

მსგავსი თემები