,,საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იყენებს თავისი ბინძური თამაშისთვის და ექცევა, როგორც პოლიტიკური მანიპულაციის იარაღს” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა.
იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა და კრიტიკულია.
,,სულ უფრო უარესდება, რეალურად სასწაულია, რომ მიხეილი ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი სიმპტომები ძალიან სერიოზულია, დაახლოებით ერთი წელია უარესდება. სულ რაღაც ერთი წლის წინ, როდესაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, დავიწყე ამაზე საუბარი, ყვირილი, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მხოლოდ გაუარესდა. მიხეილი დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის, ახლა ზუსტად არ ვიცით რამდენია. ეს ძალიან საშიშია, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი არ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ორგანოებისა და პროცესების ფუნქციონირებისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არ ეხება საკვებს, მაგრამ ეს ის ეტაპია, სადაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მკურნალობა. თუმცა, ვიცით, რომ მის საქმეს ამჟამად საქართველოს ხელისუფლება და სხვები იყენებენ. საუბარია ბინძურ პოლიტიკურ თამაშზე და პროვოკაციებზე თუ მანიპულაციებზე.
ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ინტერესი, გააუარესონ მისი მდგომარეობა. მტკივნეული და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას ბევრი გართულება ჰქონდა, მისი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. არ გამიკვირდება, თუ ამ ყველაფრის უკან ვინმე რუსეთიდან დგას, ამ ქვეყნისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. მდგომარეობა კრიტიკული, სამწუხარო და ძალიან მძიმეა,”- განაცხადა ლიზა იასკომ.