მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 64 წლის მამაკაცის სისასტიკით მკვლელობა და ლიფტის დაწვა.
შეგახსენებთ, რომ მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, რომელსაც იარაღი ჰქონდა ნასროლი. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ლიფტს ცეცხლი წაუკიდეს.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.