,,არ ვიცი, რის საფუძველზე აპირებენ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე შეიძლება, დააბრუნონ ექსპრეზიდენტი ციხეში.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროსასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, შესაძლოა დაჩქარდეს.

„მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ფაქტია უცხოელი ექიმები არ შემოუშვეს. ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, ისინი სუსს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები