„ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროებსა და ომში დაჭრილებს შეხვდა. როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა,  თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი საუკეთესო იქნება მათთვის.

„ძალიან მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, სადაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოიტანა. თითქმის მუდმივი საჰაერო განგაშის სიგნალი კრამატორსკში, დაბომბვის მუდმივი საფრთხე  დონბასში, ხარკოვში, ყველგან. სადაც რუსული ბოროტება მივიდა, თვალსაჩინოა, რომ ტერორისტი სახელმწიფოს გაჩერება მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით არის შესაძლებელი. რუსეთის აგებს ამ ომს. ეს ყველას ესმის და თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი ყველაზე საუკეთესო იქნება მათთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი ამ ომს აგებს და ვინც ამ სისასტიკეს სჩადის, მკვლელები არიან.

 

მსგავსი თემები