მოსკოვი ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ხედავს – რუსეთის საგარეო

ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებაში ვხედავთ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან “ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის” შესახებ შემდგომი მუშაობის პერსპექტივები განიხილა.

,,დადასტურდა რუსული მხარის ერთგულება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის გადაჭრაზე – სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი ხედავს საქართველოდან ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით. სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ. ასევე, ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების გზით მათი შემდგომი დემარკირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები