საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება

ქვეყანაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერისთვის საჭირო ღონისძიებები იწყება. რაც იმას გულისხმობს, რომ გადამზადებული სპეციალისტები კარდაკარ ივლიან და ინფორმაციას შეაგროვებენ.

მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დაიწყება, უშუალოდ აღწერის პროცესი კი 2024 წლიდან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კარდაკარ სიარული და სრული ინფორმაციის შეგროვება.

აღწერის პირველი ეტაპი მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში განხორციელდება. მოსახლეობის სრული აღწერა კი 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები