რუსეთი მზადაა ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს განცდხადებით, რუსეთი მზადაა, ხელი მოაწეროს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას. მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელებას კიევი აფერხებს. „ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, რაც დაასრულებდა სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანდა მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ რეაქციას კიევისგან“, – აღნიშნა მატვიენკომ.  

მეტი...

,,ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ომის დაწყებიდან დღემდე, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი თქმით, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია. „ტრადიციულად პრიორიტეტული იყო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან მჭიდრო დიალოგის შემდგომი განმტკიცება. ამ მიზნით, 2021 წელს გაიცვალა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. 19-20 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. 2022 წლის 22-23 თებერვალს,…

მეტი...

,,აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან”- კაკულიების ადვოკატი ნიკო კვარაცხელიას საქმეზე

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ძმების,  გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი აცხადებს, რომ გამორიცხულია, ბრალდებულებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალი დაუმძიმდეთ. ,,მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კი არა, ჭორაობის სტანდარტითაა. არ არის წარმოდგენილი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე საბოლოო შედეგად მივიღებთ იმას, რომ აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან”, – განაცხადა ადვოკატმა. ადვოკატის ცნობით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

მეტი...

ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი  უცნობია. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება,  სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

,,ევროპის სახალხო პარტიის მიზანი გახლავთ, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი”- თეა წულუკიანი

„ევროპის სახალხო პარტია“ უკვე აღარ მალავს, რომ მისი ოფიციალური განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შემუშავებული – ამის შესახებ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. „ჩვენ ვიცით, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ორგანიზაციად, პოლიტიკურ ოჯახად, როგორც ამას ეძახიან და ლობისტად, ყველაფერს ცდილობს, რომ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რა…

მეტი...

რუსულმა ჯარებმა სევეროდონცეკის დიდი ნაწილი დაიკავეს

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით,  ოკუპანტები სევეროდონცეკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მისი თქმით, სამშაბათს თავდასხმები ქალაქის ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით განხორციელდა. ,,რუსები შტურმით იჭრებიან, კონსოლიდირდებიან სევეროდონეცკის ცენტრში, აგრძელებენ ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების განადგურებას და ასევე ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს ქალაქში და მის გარშემო”,- აღნიშნავს გაიდაი.

მეტი...

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი  უცნობია.

მეტი...

,,ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის , ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს. მისი თქმით, რთული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთით. „სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. მოხსენებაში საუბარია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე  და ამ მიმართულებით, მთავრობის ძალისხმევით განხორციელებულ რეფორმებზე.  მთავრობის ცნობით, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისაკენ. „საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების კვალდაკვალ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობის თანმიმდევრულ მუშაობას, სექტორული რეფორმების დაჩქარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც დღეს ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში ინტენსიური მუშაობა წარიმართა და ხელშესახები შედეგები დაფიქსირდა სამთავრობო პროგრამის 4-ივე საკვანძო მიმართულებით. ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული განაცხადის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავა ევროკომისიისგან…

მეტი...

კანადა რუსეთის მოქალაქეებს ახალ სანქციებს უწესებს

კანადამ რუსეთის 22 მოქალაქეს სანქციების დაუწესა. სანქცირებულ პირებს  შორის ალინა კაბაევაცაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პარტნიორი და ყოფილი ტანმოვარჯიშეა. „ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ. კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

მეტი...

,,გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს”- მიხეილ ჩხენკელი

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი. ჩვენს მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიაყენა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ჩვენმა…

მეტი...

„არ ვაძლევთ არანაირ იარაღს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რუსეთს უკრაინის შიგნიდან შეუტიონ”- აშშ-ის ელჩი გაეროში

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განმარტა, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს გადასცემდა. „არ ვაძლევთ არანაირ იარაღს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რუსეთს უკრაინის შიგნიდან შეუტიონ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომის მხარე გავხდეთ, თუმცა მხარს დავუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

მეტი...

,,ნაცმოძრაობის ბრძოლის სტრატეგია სუსტია”- ნონა მამულაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. მისი თქმით, პარტიამ ამ მიმართულებით უფრო მეტად უნდა იაქტიუროს. ,,ერთადერთი გამოსავალი დღეს არის, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული წესით გავიყვანოთ და საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ, რადგან დღეს ჩვენ ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიურები ვიყოთ და მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ ეს პოზიცია, რადგან ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ჩვენ ხალხის მობილიზებას. თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები…

მეტი...

კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა

კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მუშაობის შედეგად, საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობისა და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია. „27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში. კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო…

მეტი...

გალიფ ოზთურქის დაკავებასთან დაკავშირებით ,,მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს

ბათუმში  სპეცოპერაციის შემდეგ სასტუმრო თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხა და სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს. ბიზნესმენის დაკავებას, კომპანია ,,მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი გამოეხმაურა. ,,მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით ,,მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. მეტრო ჰოლდინგის მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი…

მეტი...

,,უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო”- მარიო დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, იტალიის გარდა ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო მხარს არ უჭერს. პრემიერის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ,,მე მხარს ვუჭერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ უჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთი დიდი წევრი სახელმწიფო, გარდა იტალიისა. კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას დაჩქარებულად შეძლებს, დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია და ევროკომისია ამის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს,”- აღნიშნავს მარიო დრაგი.

მეტი...

,,დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს”- ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე

,,ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვა, მათი განვითარების, ჯანმრთელობის, სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდის პირობათა შექმნა საქართველოს ძლიერების წინაპირობა და, ამდენად, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი რეფორმა და პროექტი განხორციელდა.  „შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს”, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

სკოლის მოსწავლის დაჭრისთვის დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს

სკოლის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირი  ბრალს არ აღიარებს. საქმე ეხება, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას. გამოძიების ცნობით, 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობები დაკავებულმა მიაყენა, თუმცა ბრალდებული თავს დამნაშავედ არ აღიარებს. ,,როგორც გამოძიება ამბობს, იგეგმება უახლოეს პერიოდში ბრალის წარდგენა. ამ ბავშვს არანაირი შეხება დანაშაულთან, დანასთან და სხეულის დაზიანებასთან არ ჰქონია. ჩვენი ვარაუდით ეს უნდა იყოს გარკვეული გაუგებრობა. მე მას ვესაუბრე, ვერ იგებს რისთვის არის დაკავებული და გაკვირვებულია, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი გაირკვევა ძალიან მალე”,- აცხადებს ადვოკატი. შეგახსენებთ, დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე…

მეტი...

ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონს შესაძლოა უნდობლობა გამოუცხადოს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადოს. გავრცელებული ინფორმაციით,პრემიერს „კონსერვატიული პარტიის“ 41 წევრი უცხადებს უნდობლობას, მათგან 28 პრემიერის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვს. უნდობლობის გამოცხადების მიზეზი წვეულებასთან დაკავშირებული სკანდალია.  საუბარია პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებზე. გამოძიების თანახმად, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა, 83 პირზე 126 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმა შეეხო ჯონსონს და მის მეუღლესაც. ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში უკვე მოუხადა.

მეტი...

აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადდებით, კიევისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის საკითხს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ განიხილავს, მაგრამ ვაშინგტონი უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის. „უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ სისტემების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია; მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ არ გავგზავნით შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, ბრძოლის ველს მიღმა გამოყენებისთვის. ახლა რაიმე სპეციფიკური დეტალის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის ისეთი სარაკეტო სისტემების მიწოდებას, რომელსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლია.  

მეტი...

,,ვიდრე აშშ-სა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ამ კონფლიქტში უშუალოდ არ ჩავერთვებით”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში უშუალოდ არ ჩაერთვება, მანამ აშშ-სა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან. ამასთან ბაიდენის თქმით, არ ეცდება, უკრაინას ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა აიძულოს. „მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღმაშფოთებელია, ამერიკის შეერთებული შტატები არ ეცდება მოსკოვში მის ჩამოგდებას. ვიდრე ამერიკასა და პარტნიორებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ ამ კონფლიქტში უშუალოდ ჩართული არ ვიქნებით, არც უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნით, არც რუსეთის ჯარზე თავდასხმით“, – განაცდა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო პასუხი უნდა აგოს, სხვა შემთხვევაში, ეს სხვა…

მეტი...

,,აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს. ამასთან, ნედ პრაისმა  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ  მოლოდინებზე ისაუბრა. „ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

მეტი...

„უნდა დათმოთ თქვენი ტერიტორიის მესამედი და დაგტოვებთ ცოცხალს“ – პრეზიდენტი ულტიმატუმს არ თანხმდება  

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ულტიმატუმს არ თანხმდება. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი გამოცემა „ნიუსმაქსთან“ აღნიშნა, არსებობს პირობა, რა შემთხვევაშიც რუსები უკრაინელებს ცოცხალს დატოვებენ. „ტერიტორიის დათმობას არ ვაპირებთ. ზოგიერთ ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სირთულეები, მაგრამ მისი  განხილვა შეიძლება. უკრაინა არ დათანხმდება ლუგანსკისა და დონეცკის ტერიტორიის დათმობას. თქვენი  ულტიმატუმი – უნდა დათმოთ თქვენი ტერიტორიის მესამედი და დაგტოვებთ ცოცხალს და მშვიდად, არ არის ის, რაზეც ჩვენ დათანხმება შეგვიძლია“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მეტი...

რუსეთმა დანიურ კომპანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

მსოფლიო სანქციების პარალელურად, რუსეთიც აგრძელებს  „არამეგობრული ქვეყნების“  დასანქცირებას. დღეიდან, „გაზპრომმა“ დანიურ კომპანია Orsted-სა და ბრიტანულ Shell Energy Europe-ს, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იგივეა, რა მიზეზითაც რუსულმა სხვა ქვეყნებსაც შეუწყვიტა გაზის მოწოდება. კერძოდ, „არამეგობარმა ქვეყნებმა“ რუსეთს უარი უთხრეს ანგარიშის რუსულ ბანკში გახსნასა და რუსეთთან რუბლით ვაჭრობაზე.

მეტი...

„ხალხი ბრძოლის ჯოჯოხეთში“ – პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთისთვის სანქციების მეშვიდე პაკეტს ელოდება. „უკრაინაში გაჩაღებული ომიდან  გამომდინარე, სანქციების ხალ პაკეტზე ვიმუშავებთ. როგორც კი ამუშავებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ხალხი ბრძოლის ჯოჯოხეთში ჩატოვა. „მინდა, მივმართო მათ, ვინც მიუთითებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, როგორ უნდა შეტევა და როგორ უნდა განდევნონ მტერი. უკრაინა ყველას აზრს სცემს პატივს, თუმცა, უკრაინა, პირველ რიგში, პატივს სცემს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. უკრაინა არასდროს მოიქცევა ისე, როგორც რუსეთი იქცევა, როგორც ის ტოვებს ხალხს ბრძოლის ჯოჯოხეთში, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს რაღაც…

მეტი...

სპეცოპერაციის შედეგად, ბათუმში თურქი ბიზნესმენი დააკავეს

ბათუმში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაშ მიმდინარეობდა. დაკავებულია თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ოფისსა და საცხოვრებელ მისამართზე, სადაც დაკავებული იმყოფებოდა, მის მხარდასაჭერად, თანამშრომლები მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა  ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებულს ედავებიან გადასახადებისთვის თავის არიდებას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტს. „მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე…

მეტი...