გალიფ ოზთურქის დაკავებასთან დაკავშირებით ,,მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს

ბათუმში  სპეცოპერაციის შემდეგ სასტუმრო თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხა და სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას შესაძლო ფაქტზე მიმდინარეობს.

ბიზნესმენის დაკავებას, კომპანია ,,მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი გამოეხმაურა.

,,მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით ,,მეტრო ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. მეტრო ჰოლდინგის მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს გულშემატკივარს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები