,,აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან”- კაკულიების ადვოკატი ნიკო კვარაცხელიას საქმეზე

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ძმების,  გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი აცხადებს, რომ გამორიცხულია, ბრალდებულებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალი დაუმძიმდეთ.

,,მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კი არა, ჭორაობის სტანდარტითაა. არ არის წარმოდგენილი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე საბოლოო შედეგად მივიღებთ იმას, რომ აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის ცნობით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

მსგავსი თემები