,,აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის ნედ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.

ამასთან, ნედ პრაისმა  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ  მოლოდინებზე ისაუბრა.

„ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს.

ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები