ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა.

მოხსენებაში საუბარია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე  და ამ მიმართულებით, მთავრობის ძალისხმევით განხორციელებულ რეფორმებზე.  მთავრობის ცნობით, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისაკენ.

„საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების კვალდაკვალ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობის თანმიმდევრულ მუშაობას, სექტორული რეფორმების დაჩქარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც დღეს ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში ინტენსიური მუშაობა წარიმართა და ხელშესახები შედეგები დაფიქსირდა სამთავრობო პროგრამის 4-ივე საკვანძო მიმართულებით.

ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული განაცხადის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავა ევროკომისიისგან მოწოდებული თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე. კითხვარის ორივე ნაწილი ვადაზე ადრე იქნა შევსებული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცა ევროკავშირის ელჩს საქართველოში. გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

რეგლამენტის გათვალისწინებით, მთავრობის მეთაური დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლომდე პირადად წარუდგენს.

მსგავსი თემები