„ვისაც ბანკბის თემა აინტერესებს ვეპატიჟები კონსულტაციებზე“ – დავით ჭიჭინაძე

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების წინ მაინც ამოიღო ხმა საბანკო დიქტატურის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები ბანკირეი არიან:

„კარგია, თუ ეხლა მაინც მიხვდნენ იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, ან არ იმჩნევდნენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები არიან ბანკირები და ყველა ხელისუფლება ყოველთვის ბანკებს ემსახურება.

 თუმცა, ვაფრთხილებ, რომ მსგავსი ლოზუნგების მხოლოდ წინასაარჩევნოდ სროლა და თან ისეთ არაკომპეტენტურ ფორმებში,  როგორც აკეთებენ, ამით მხოლოდ  ბანკებისთვის ხებიანდ  დასაცინი ობიექტები.

ამიტომ, პოლიტიკოსებს, ვისაც ეს თემა იანტერესებს, ვეპატიჟები კონსულტაციებზე ბანკების წინააღმდეგ სასაუბროდ, რომ ის მაინც მოისმინონ, როგორ კონტექსტში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რადგან ესეთი სულელური განცხადებები მხოლოდ ხალხის ინტერესების დამაზიანებელია  და  წყალს  ისევ ბანკირების წისქვილზე ასხამს.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები