„არ ვაძლევთ არანაირ იარაღს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რუსეთს უკრაინის შიგნიდან შეუტიონ”- აშშ-ის ელჩი გაეროში

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განმარტა, რომ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს გადასცემდა.

„არ ვაძლევთ არანაირ იარაღს, რომელიც უკრაინელებს საშუალებას მისცემს, რუსეთს უკრაინის შიგნიდან შეუტიონ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ომის მხარე გავხდეთ, თუმცა მხარს დავუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა.

მსგავსი თემები