რუსულმა ჯარებმა სევეროდონცეკის დიდი ნაწილი დაიკავეს

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით,  ოკუპანტები სევეროდონცეკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. მისი თქმით, სამშაბათს თავდასხმები ქალაქის ჩრდილოეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით განხორციელდა.

,,რუსები შტურმით იჭრებიან, კონსოლიდირდებიან სევეროდონეცკის ცენტრში, აგრძელებენ ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტების განადგურებას და ასევე ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს ქალაქში და მის გარშემო”,- აღნიშნავს გაიდაი.

მსგავსი თემები