კანადა რუსეთის მოქალაქეებს ახალ სანქციებს უწესებს

კანადამ რუსეთის 22 მოქალაქეს სანქციების დაუწესა. სანქცირებულ პირებს  შორის ალინა კაბაევაცაა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პარტნიორი და ყოფილი ტანმოვარჯიშეა.

„ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

მსგავსი თემები