,,უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო”- მარიო დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, იტალიის გარდა ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო მხარს არ უჭერს.

პრემიერის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

,,მე მხარს ვუჭერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ უჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთი დიდი წევრი სახელმწიფო, გარდა იტალიისა. კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას დაჩქარებულად შეძლებს, დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია და ევროკომისია ამის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს,”- აღნიშნავს მარიო დრაგი.

მსგავსი თემები