„ხალხი ბრძოლის ჯოჯოხეთში“ – პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთისთვის სანქციების მეშვიდე პაკეტს ელოდება.

„უკრაინაში გაჩაღებული ომიდან  გამომდინარე, სანქციების ხალ პაკეტზე ვიმუშავებთ. როგორც კი ამუშავებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ხალხი ბრძოლის ჯოჯოხეთში ჩატოვა.

„მინდა, მივმართო მათ, ვინც მიუთითებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, როგორ უნდა შეტევა და როგორ უნდა განდევნონ მტერი. უკრაინა ყველას აზრს სცემს პატივს, თუმცა, უკრაინა, პირველ რიგში, პატივს სცემს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. უკრაინა არასდროს მოიქცევა ისე, როგორც რუსეთი იქცევა, როგორც ის ტოვებს ხალხს ბრძოლის ჯოჯოხეთში, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს რაღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურდა გარკვეულ თარიღამდე“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები