ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოხატავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათთვის ვერ მოიცალა

21-22 იანვარს, თბილისში ევროპარლამენტარებს დაგეგმილ ვიზიტი ვერ შედგება. როგორც დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვიlმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ევროპარლამენტარები: ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი ავრცელებენ.

“ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარებისთვის უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და მიღებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესის შეთანხმება. ვწუხვართ, რომ პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები არ არის შესრულებული”, – აცხადებენ განმცხადებლები.

ევროპარლამენტის წევრები მზადყოფნას გამოხატავენ, საქართველოს დაეხმარონ.

„ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს, მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები