ლიზა იასკოს მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ უშვებენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც  მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, უკრაინის რადას დეპუტატი, მისი მეუღლე ლიზა იასკო მივიდა. მას დაწესებულებაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

„ადრე რუსთავის ციხეში მსგავსი პრობლემა არასდროს შემქმნია. ახლა ჩამოვედი და მეუბნებიან, რომ ნებართვა გაცემული არ არის. უკრაინაში რამდენიმე საქმეა გამოძიებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე“, – განაცხადა ლიზა იასკომ მედიასთან.

მსგავსი თემები