„ომიკრონი“ ზრდის როგორც ჰოსპიტალიზაციას, ისე სიკვდილიანობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ომიკონი“  მარტივი შტამი ნამდვილად არ არის, რომელი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონია. მისი შეფასებით, იზრდება ჰოსპიტალიზაციაც და ლეტალობაც.

„სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას. ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები