ამერიკა რუსეთს ულტიმატუმს უყენებს – შეაჩეროს აგრესია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. „გამოვხატე შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის და ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში“ – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

როგორც ენტონი ბლინკენი განმარტავს, არსებობს  გარკვეული პრინციპული საკითხები, რომელზეც რუსეთთან მოლაპარაკება ვერ შედგება.

„სერგეი ლავროვთან გარკვევით განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც იცავს შეერთებული შტატები, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები. ეს საკითხები მოიცავს იმას, რომ არ უნდა დაბრკოლდეს უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებები, თავად აირჩიონ თავიანთი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობა არ იქნება”, – განმარტა სახელმწიფო მდივანმა.

 

მსგავსი თემები