გაფიცული სოციალურ აგენტები თავიანთი მოთხოვნებით მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან

სოციალური აგენტები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიას ხვდებიან. შეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული და მას დაახლოებით 10 სოციალური აგენტი დაესწრება.

მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – ხელფასის 100%-იანი მატება, დეკრეტული შვებულება, დაზღვევა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება.

სამინისტრო მზადაა, მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს. ცნობილია, რომ ხელფასის ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

 

მსგავსი თემები