კოვიდინფიცირებულმა ექიმს ლოყისა და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა (ვიდეო)

კოვიდპანდემიასთან ერთად, კლინიკებში ვითარება გართულდა. ხშირია შემთხვევები,  როცა ინფიცირებული პაციენტები თავს ესხმიან ექიმებს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ გააკეთა და ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც ინფიცირებული ექთანს თავს დაესხა.

კოვიდპანდემიასთან ერთად მდგომარეობაც გაუარესდა. საკმაოდ მძიმე ფაქტებთან მოგვიწია შეხება. ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში, პაციენტმა დაჭრა მორგე ექთანი. ამბავი შემდეგნაირად განვითარდა. როდესაც დილის 05:00 საათზე, ინტენსიური განყოფილების ექთანი აკეთებდა შემოვლას, გაიგო რომ პაციენტი წუხდა. დაინტერსდა მისი მდგომარებით, შევიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და როდესაც სისხლიში ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა განესაზღვრა და დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად,  პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ბასრი საგნით ყელის მიმართულებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.  ლოყოს არეში მიყენებულ ჭრილობას 7 ნაკერი დასჭირდა, ასევე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

ექთნის მდგომარეობა სტაბილურია. დამნაშავე კი გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში და მიმდინარეობს გამოძება.

კოვიდინფიცირებულმა ექთანი დაჭრა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები