„ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის“ – ამერიკა კრემლს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრაზე ხელი აიღოს. თუ რუსეთი ამერიკის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, მას ჯერ არნახულ სანქციებს დაუწესებენ.

„დარწმუნებული არ ვარ, რის მოიმოქმედებს რუსეთი. ჩემი ვარაუდია, რომ ის უკრაინაში შევა“ – ასეთია ჯო ბაიდენის მოლოდინი, თუმცა, პრეზიდენტი სანქციებისთვისაც მზადაა.

„მას არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რის დაწესებასაც დავპირდი, თუ ის შევა… თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“, – აცხადებს ბაიდენი.

მსგავსი თემები