“პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”, – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელს ისე მოიხდის, როგორც ამას სხვა პატიმრები აკეთებენ. მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”.

“პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”. ქვეყანაში ამგვარი არაფერი არსებობს. მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, იგი მსჯავრდებულია და სასჯელს სხვადასხვა დანაშაულებების გამო ზუსტად ისე მოიხდის, როგორც ამას სხვა პატიმრები აკეთებენ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მეუფე მზად იყო საკუთარ ეპარქიაში გარკვეული ადგილის გამოსაყოფად, რათა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი იქ მოეხადა.

მსგავსი თემები