“რუსეთი ცდილობს საქართველოს პოლიტიკური არჩევნის შეცვლას”, – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მუქარა ამ დროისთვის მხოლოდ უკრაინისკენ არის მიმართული, საქართველოსაც მოიცავს.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება იმისა, რომ შეძლოს სხვა ქვეყნების ევროპული არჩევნების შეცვლა. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“რუსეთი ცდილობს რეგიონში პოლიტიკური ფონის შეცვლას. მისი მთავარი მიზანი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტრანსატლანტიკური არჩევნის შეცვლაა, რისი უფლებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს. ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მსგავსი თემები